კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ელექტრონული ფორმა ჩამოთვლილი დანართებით. ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით (e-mail), ფოსტით ან შეტანილ იქნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში 2018 წლის 15 ოქტომბრის 17:00  საათამდე.

A) ელექტრონული ფოსტით გაგზავნა:

კონკურსანტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი (იხ ზემოთ),  ხელი მოაწეროს, დაასკანეროს და გააგზავნოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე შემდეგ დანართებთან ერთად:  

1. საკონკურსო კატეგორიისათვის სტატია (ა), სიუჟეტი (ბ),  საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი (გ), ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი (დ),  ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი (ე) ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

 –  ნაშრომის ელექტრონული ფაილი ავტორის სახელის, გვარის და საკონკურსო კატეგორიის მითითებით;
 – ბმული, ფოტოასლი ან  “სქრინშოთი” ნაშრომის  ბეჭდურ ან ელექტრონულ გამოცემაში გამოქვეყნების  ნიშნად.

2. საკონკურსო კატეგორიისთვის (აუდიო ან აუდიოვიზუალური) სიუჟეტი (ბ), საგამოძიებო სიუჟეტი (გ),  ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი (ე) ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

 – სიუჟეტის ელექტრონული ფაილი ავტორის სახელის, გვარის და საკონკურსო კატეგორიის მითითებით; დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს ბმული. თუ სიუჟეტი ინტერნეტში არ არის განთავსებული, კონკურსანტმა ის YouTube-ზე უნდა ატვირთოს და გამოგზავნოს შესაბამისი ინტერნეტ მისამართი ან ბმული;
 – სიუჟეტის ელექტრონული ფაილის მოკლე შინაარსი/სცენარი იმ ენაზე, რომელზეც ნაშრომი ეთერში ან ინტერნეტში განთავსდა. მითითებული უნდა იყოს, ასევე, ელექტრონულ მედიაში განთავსების ან ეთერში გასვლის თარიღი და იმ პროგრამის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც სიუჟეტი გადაიცა.  
  – ბმული, ფოტოასლი ან  “სქრინშოთი” რომელიც ასაბუთებს, რომ სიუჟეტი  სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში განთავსდა.

3.  საკონკურსო კატეგორიისთვის დოკუმენტური ფოტო

  –  ფოტო მაღალი რეზოლუციით  .jpg ფორმატში. ფაილი სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონკურსო კატეგორია; ფოტოს არ უნდა ჰქონდეს საგანგებო ნიშნები, ლოგოები, სახელები ან საზღვრები; დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში, კონკურსანტებს შეუძლიათ წარადგინონ მუდმივი ელექტრონული ბმულები, თუ ეს შესაძლებელია, ან ატვირთონ ფაილები Flickr- ზე და წარადგინონ ბმული

    – ფოტოს მოკლე განმარტება (მაქს. 250 სიტყვა) და იმ ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემის სახელწოდება, რომელშიც ფოტო გამოქვეყნდა;
     – ბეჭდურ ან ელექტრონულ გამოცემაში გამოქვეყნებული ფოტოს ფოტოასლი ან ,,სქრინშოთი“, რაც ასაბუთებს, რომ ფოტო გამოქვეყნდა.  

კონკურსის მონაწილემ უნდა მიღოს შეტყობინება ელექტრონული ფოსტით იმის დასტურად, რომ განაცხადი მითითებულ მისამართზე მიღებულია.

განაცხადები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: submissions@euprizejournalism.eu

B) ფოსტით გაგზავნა  ან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეტანა.

კონკურსანტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი (იხ ზემოთ),  ხელი მოაწეროს მას და გააგზავნოს ფოსტით ან შეიტანოს ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ქვემოთ მითითებულ მისამართზე შემდეგ დანართებთან ერთად: 

1. საკონკურსო კატეგორიისთვის სტატია (ა),საგამოძიებო სტატია (გ), ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი (დ),  ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი (ე)  ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

– ფურცელზე ამობეჭდილი ნაშრომი ავტორის სახელის, გვარის და საკონკურსო კატეგორიის მითითებით;

– ბეჭდურ ან ელექტრონულ გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომის ფოტოს ან “სქრინშოთი”, ამონაბეჭდი იმის დასტურად, რომ ნაშრომი გამოქვეყნდა;

2. საკონკურსო კატეგორიისთვის (აუდიო ან აუდიოვიზუალური) სიუჟეტი (ბ), საგამოძიებო სიუჟეტი (გ),  ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი (ე) ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:
          –   CD/ DVD/USB რომელშიც ჩაწერილი იქნება ელექტრონული ფაილი, ავტორის  სახელის, გვარის              და საკონკურსო კატეგორიის მითითებით; (CD/ DVD/USB კონკურსანტს არ დაუბრუნდება).

– სიუჟეტის  მოკლე შინაარსის/სცენარის ამონაბეჭდი იმ ენაზე, რომელზეც სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გავიდა. მითითებული უნდა იყოს, ასევე, ელექტრონულ მედიაში განთავსების ან სამაუწყებლო მედიაში გასვლის თარიღი და იმ პროგრამის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც სიუჟეტი გავიდა/განთავსდა.  
 – ბმულის ან “სქრინშოთის” ამონაბეჭდი იმის დასტურად, რომ სიუჟეტი  სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში განთავსდა

3.  საკონკურსო კატეგორიისთვის დოკუმენტური ფოტო:
     –  მაღალი რეზოლუციით დაბეჭდილი ფოტო ავტორის სახელის, გვარისა და საკონკურსო კატეგორიის         მითითებით; ფოტოს არ უნდა ჰქონდეს საგანგებო ნიშნები, ლოგოები, სახელები ან საზღვრები; 
     – ფოტოს მოკლე განმარტება (მაქს. 250 სიტყვა) და იმ ბეჭდური ან ელექტრონულ გამოცემის სახელწოდება, რომელშიც ფოტო გამოქვეყნდა;
     – ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნებული ფოტოს ან ვებ-გვერდზე განთავსებული “სქრინშოთის“ ამონაბეჭდი იმის დასტურად, რომ ფოტო გამოქვეყნდა.        

მონაწილემ უნდა მიღოს ცნობა  ევროკავშირის წარმომადგენლობიდან იმის დასტურად, რომ განაცხადი ჩაბარებულია.

კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომის – რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში) – შეტანისას კონკურსანტებმა უნდა იხელმძღვანელონ იმავე წესებით, რომელიც სხვა კატეგორიებს ეხება. 

ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით, ფოსტით ან მიტანილ იქნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში 2018 წლის 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე. გთხოვთ,  სათაურში ან კონვერტზე მიუთითოთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018

ევროკავშირის წარმომადგენლობის მისამართია:

ნინო ჩხეიძის ქუჩა 38
0102 თბილისი, საქართველო

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

თამრიკო მიქაძე,  პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
ნინო გერზმავა,პროექტის კოორდინატორი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, 
nino@iwpr.net