ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014

2014 წლის 6 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად გამოაცხადა კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014“ პირობები.


ევროკავშირის მასტერკლასი ქართველი ჟურნალისტებისთვის

2013 წლის 27 სექტემბერს, ინიციატივა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფარგლებში გაიმართა ევროკავშირის მასტერკლასი ჟიურნალისტიკაშ. ევროპიდან სპეციალურად მოწვეულმა ჟურნალისტებმა პეტკო გიორგიევი (ბულგარეთი), კიარა სპენი (ბრუსელი) და პაოლო მაგანიოტი (იტალია) ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს ევროპული პრაქტიკა გაუზიარეს. გაიმართა საინტერესო დისკუსიაც, რომლის დროსაც მოხდა საქართველოში არსებული გამოწვევების განხილვა.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის დაწესების ცერემონია

2013 წლის 31 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ბატონმა ჟერარ ა. ფიშერმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ბორის იაროშევიჩმა, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფარგლებში, ოფიციალურად წარადგინა სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევარი და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ.


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 დაჯილდოების ცერემონია

2012 წლის კონკურსანტების დაჯილდოება 2013 წლის თებერვალში გაიმართა. გამარჯვებულები გამოავლინეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა და ჟიურის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი.


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 გახსნის ცერემონია

2012 წლის 4 მაისს ევროკავშირის პრიზი ოფიციალურად წარადგინა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, რომელცმაც დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო კონკურსის პირობები და საპრიზო კატეგორიები.


ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა ბლოგერებთან

ბორის იაროშევიჩი არაოფიციალურ გარემოში ქართველ ბლოგერებს შეხვდა. შეხვედრის დროს გაემართა საინტერესო დისკუსია კონკურსის შესახებ და ზოგადად ქართული ჟურნალისტიკის მწვავე საკითხებზე.