Maia Edilashvili.JPG.jpg

მაია ედილაშვილი

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი

მაია ედილაშვილი არის ჟურნალისტი პოლიტიკურ,  ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე წერის მრავალწლიანი გამოცდილებით; იგი 2004 წლიდან თანამშრომლობს ძირითადად ინგლისურენოვან გამოცემებთან, ამჟამად კი არის ყოველკვირეული გაზეთის  Georgia Today-ის რედაქტორი და რეგულარულად წერს საქართველოს წამყვანი ბიზნეს ჟურნალისთვის Investor.ge.  როგორც თავისუფალი ჟურნალისტი, მაია ასევე თანამშრომლობს ინტერნეტგამოცემა Transitions Online-სა და საინფორმაციო პორტალ ENPI Info Center-თან.

2010 წელს, მაია იყო გაზეთ The Economist-ის ქართული ლიცენზიანტის „ექსპერტის“ მმართველი რედაქტორი და ასევე, მონაწილეობდა  The Economist-ის ყოველწლიური დამატების „მსოფლიო 2010 წელს“ (The World in 2010) ქართული გამოცემის მომზადებაში.

მაიას განსაკუთრებული ინტერესების სფეროა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა. ამ თემებზე მისი სტატიები გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში „ლიტვის საგარეო პოლიტიკის მიმომხილველი“ (Lithuanian Foreign Policy Review) და ინტერნეტგამოცემაში “კავკასიის ანალიტიკურ დაიჯესტი” (Caucasus Analytical Digest).
გარდა ინგლისურენოვანი გამოცემებისა, მაია თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ რედაქციებთან, მათ შორის ჟურნალ „ტაბულასა,“ და ჟურნალ „ინტერნეტგაზეთთან.“


Salome Tsetskhladze.JPG.jpg

სალომე ცეცხლაძე

აუკეთესო ტელე-რადიო გამოძიება და რეპორტაჟი

სალომე ცეცხლაძე დაიბადა 1988 წლის 15 ოქტომბერს, ქობულეთში. ხუცუბანის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სალომემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, სადაც 2010 წელს ბაკალავრის ხარისხით დაასრულა სწავლა.
2009 წლიდან სალომე მუშაობდა ყოველდღიურ გაზეთში რეზონანსი და წერდა სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე.
2010 წლიდან სალომემ სწავლა განაგრძო სოციოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დაასრულა 2012 წელს უკვე მაგისტრის ხარისხით.

2011 წლიდან სალომე ცეცხლაძე მუშაობს საგამომძიებლო ჟურნალისტიკის სტუდიაში „მონიტორი“. ასევე წერს ჟურნალისთვის „ლიბერალი“.

2012 წელს სალომემ მოიპოვა ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საუკეთესო სატელევიზიო გამოძიებისთვის.


IMG_5141-400.jpg

გიორგი კიკონიშვილი

საუკეთესო ბლოგერი

გიორგი კიკონიშვილი დაიბადა 1988 წლის 10 ივნისს. 2010 წელს მან წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წლიდან გიორგი წერდა ისეთი ცნობილი ქართული  პერიოდული გამოცემებისთვის, როგორებიც არის რეზონანსი, ჟურნალი ტაბულა, მუსიკალურის ჟურნალი ოზონი.

2010 წლიდან გიორგი კიკონიშვილი მუშაობს მესვეტედ (ბლოგერი) პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ჟურნალში ლიბერალი. მის პოპულარულ ბლოგებს შორის გამოირჩევა: მითებში დაკარგული; სახიფათო ზღვარი; ადამიანი, შეჩემა.

2012 წელს გიორგი კიკონიშვილმა დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია მაესტროში, ვიდეობლოგების ახალ პროექტში „კვირის აზრები„. იმავე წელს მან მოიპოვა ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში კატეგორიაში საუკეთესო ვიდეო ბლოგი.